logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება ურთიერთობებს კიდევ უფრო დააზიანებს
- +

21 აპრილი. 2021. 14:26

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

 

„აშშ-მა საერთაშორისო სამართალს პატივი უნდა სცეს. განცხადებებს, რომლებსაც იურიდიული ძალა არ აქვთ, არანაირი სარგებელი არ ექნება, მაგრამ ისინი ურთიერთობებს ზიანს მიაყენებენ. თუ აშშ-ის ურთიერთობების გაუარესება სურს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

22 მარტს ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.

 

ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner