logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: ისე ინანებენ, როგორც არასდროს უნანიათ
- +

21 აპრილი. 2021. 16:52

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო ურთიერთობებში ხიდების დაწვა არავისთან არ სურს, თუმცა პროვოკაციებს ასიმეტრიულ, სწრაფ და ხისტ პასუხს გასცემს.

 

„მართლაც გვსურს საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეებთან კეთილი ურთიერთობები გვქონდეს, მათ შორის მათთანაც, ვისთანაც ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთობები არ გამოგვდის. მართლაც არ გვსურს ხიდების დაწვა. თუ ვინმე ჩვენს კეთილ განზრახვებს როგორც სისუსტეს აღიქვამს და თავად აპირებს ხიდების დაწვას ან აფეთქებას, რუსეთის პასუხი ასიმეტრიული, სწრაფი და ხისტი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ისე ინანებენ ამას, როგორც არასდროს უნანიათ.

 

„იმედი მაქვს, რომ არავის მოუვა თავში რუსეთთან ურთიერთობებში წითელი ხაზების გადაკვეთა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner