logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ავტორიტეტი პრაქტიკულად აღარ არსებობს
- +

21 აპრილი. 2021. 18:44

 

 

„შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ავტორიტეტი პრაქტიკულად აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო წევრი, რომელსაც ჯერ კიდევ ესაუბრებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა, სალომე სამადაშვილი იყო.

 

„შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ავტორიტეტი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ორიოდე დღის წინ სოციალურ მედიაში ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო წევრი, რომელსაც ჯერ კიდევ ესაუბრებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა და ის გონიერ ადამიანად მიაჩნდათ, სალომე სამადაშვილი იყო, რომელიც პრაქტიკულად გავიდა მათი რიგებიდან. შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო ავტორიტეტის არანაირი მისხალი აღარ აქვს დარჩენილი, ეს ძალიან კარგად იცის მათმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა. კარგად იციან თვითონაც და შესაბამისად, რჩებათ ერთადერთი, არეულობა და არეულობის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ ამისთვის მათი რესურსი უფრო და უფრო მცირეა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner