logo_geo
eng_logo
ბესო ზანგური: სოციალური სამსახური დამეცა პოლიციის "პიკაპით" - ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!
- +

21 აპრილი. 2021. 19:49

 

 

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან სოციალური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

 

 

"სოც სამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით წვიმაში, ლაფში, შემოვალთ ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო... პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ ისევე გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება.

 

როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა? გეკითხებით. გულის ამრევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით მე მითქვამს. ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს. ეს არ არის მუქარა, სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!!" - წერს ბესო ზანგური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner