ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წინადადებით მიმართავს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრეზიდენტს!
ქალბატონო სალომე, მოგმართავთ წინადადებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველს გაახარებს და თქვენც და ჩვენც მოგვცემს საშუალებას მადლიერების გამოხატვის! ისტორიული სამართლიანობის აღდგენის!
საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.
ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების უფლება აქვს პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილებით.
დიახ, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური უფლება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, რადგან 9 აპრილის გმირებს, დღესაც მოიხსენიებს ხალხი, როგორც ეროვნულ გმირებს!
ქალბატონო სალომე, თქვენ მოგიწიათ ძალიან მძიმე ტვირთის აღება საკუთარ თავზე, როდესაც შეწყალებით გამოგაშვებინეს და პოლიტპატიმრებად შერაცხეს ქვეყნისა და ხალხის, კანონისა და სამართლის წინაშე დამნაშავე პირები!
მე გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ეროვნულ მოძრაობას, ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს და უტეხ ქართულ სულს!
დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეს საქართველოს!“, - ნათქვამია მიმართვაში.