logo_geo
eng_logo
„არადა, ჟურნალისტების უმრავლესობას სტუდენტური წლები ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს...“
- +

14 ივლისი. 2016. 15:34


 

გეპეის" სტადიონის პრობლემის შესახებ (რაც სააკაშვილის დედამ მიიტაცა და რასაც ანადგურებენ) მხოლოდ ერთი დღე, ისიც გაკვრით ისაუბრა მედია სივრცემ..." - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.



არ ვიცი (არ დამითვლია) რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენი სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მიუძღვნეს ჟურნალისტებმა ტიტას ხეს"...

 

გეპეის" სტადიონის პრობლემის შესახებ (რაც სააკაშვილის დედამ მიიტაცა და რასაც ანადგურებენ) მხოლოდ ერთი დღე, ისიც გაკვრით ისაუბრა მედია სივრცემ...

 

არადა, ჟურნალისტების უმრავლესობას სტუდენტური წლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს...

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამონარიდს ჩემი ინტერვიუდან, რომელიც თაიმერმა" გამოაქვეყნა 2016 წლის 25 აპრილს:

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების განიავება იწყება 2005 წელს, ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი იყო დავითაშვილის მეგობარი რამაზ ხუროძე. პირველი: 2005 წლის 8 მაისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი მიმართვის (74-01-2010/01-25) საფუძველზე გამოსცა N950 ბრძანება, რომლის საფუძველზედაც . თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე განთავსებული ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, მიმდებარე მიწის ფართებითა და სასწავლო ინვენტარით, გასცა 30-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით, რაც შემდგომში კერძო საკუთრების უფლებით გამოსყიდული იქნა მოიჯარის მიერ. მეორე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 2 ივნისის #98 და იმავე წლის 14 აპრილის N313 ბრძანებებით, უნივერსიტეტს სახელმწიფოსგან პირველად გადმოეცა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, სადაც არ ფიქსირდება რიგი ქონება, რაც მანამდე იმყოფებოდა უნივერსიტეტის ბალანსზე, ხოლო რიგი ქონება გადმოცემულია პირველი სართულების გარეშე (ანუ ქონება მოიპარეს). მესამე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 18 ოქტომბრის N1172 ბრძანებით, ფაქტობრივად, გადმოცემიდან ოთხ თვეში, უზუფრუქტით გადმოცემული ქონების ნუსხიდან, უნივერსიტეტის რექტორის წერილი N74-01-733/01-25-ის საფუძველზე, ამოღებული იქნა: მე-5 სასწავლო კორპუსი, სადაც დღეს განთავსებულია საქართველოს უნივერსიტეტი, მიმდებარე მიწის ფართობებით, კერძოდ, სპორტული ღია მოედანი, ასევე უნიკალური შახტა-ლაბორატორია და 2 საერთო საცხოვრებელი. ხაზგასმით მინდა გითხრათ: გაასხვისეს უნიკალური შახტა-ლაბორატორია, რომელიც არის ერთადერთი სამთო-გეოლოგიური სასწავლო ადგილი!

 

მეოთხე: 2006 წლის 3 ივნისს სახელმწიფომ ისევ უნივერსიტეტის რექტორის წერილი N74-01-156/01-25-ის საფუძველზე, .თბილისის მერიას გადასცა 15-წლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით უნივერსიტეტის საცურაო აუზი. რაც შეეხება იმ ქონებებს, რომელიც ასევე უნივერსიტეტის იმდროინდელი ხელმძღვანელობის შუამდგომლობებით გადაცემული ჰქონდა სახელმწიფოს, იჯარით იქნა გაცემული, რისი საიჯარო ქირაც არ ირიცხებოდა უნივერსიტეტის ბიუჯეტში! ყველა აღნიშნული ქონება (7 ერთეული) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 27 მარტის N515 ბრძანებით უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, გადმოეცა ტექნიკურ უნივერსიტეტს, რის შემდგომაც საიჯარო ქირა ირიცხება უნივერსიტეტის ბიუჯეტში, გარდა ამისა, დაბრუნებული ქონების ნაწილში, სადაც ფუნქციონირებდასახინკლე", უნივერსიტეტის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი იჯარის ხელშეკრულება, აღნიშნულ ფართს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და დღეს ამ ფართზე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრი.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 18 აპრილი N622 ბრძანებით, უნივერსიტეტმა დაიბრუნა შახტა-ლაბორატორია, სადაც დღეს მიმდინარეობს სასწავლო და საწარმოო პროცესი! რაც შეეხება მე-9 სასწვლო კორპუსის მშენებარე ნაწილს, ის უნივერსიტეტისთვის გადმოცემული რაიმე იურიდიული აქტის საფუძველზე არასდროს ყოფილა, რადგან არ იყო დასრულებული მშენებლობა, არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტი და, შესაბამისად, არ იყო შესული ექსპლუატაციაში.

 

_ ანუ რექტორი თავად ითხოვდა, წაიღეთ ჩემგან ქონებაო?

 

_ დიახ, ყველა ბრძანება შეგიძლიათ გამოითხოვოთ და გადაამოწმოთ. რექტორი რამაზ ხუროზე ითხოვდა, წაიღეთ ჩემგან ქონებაო და ასე გაიყიდა მინიმალურ ფასად, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებებისა: კიკეთის მიწები, მიწები დიღომში, სასწავლო-სახელოსნოები დიღომში, საერთო საცხოვრებლები "..." - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner