„საქართველომ გაიმარჯვა, რადგან ქვეყნის ინტერესები დადგა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„როდესაც 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაში ყველამ ერთხმად დაადასტურა, რომ არანაირ გაყალბებას აქ ადგილი არ ჰქონდა, როდესაც ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ თითიდან გამოწოვილ საფუძვლებზე, ცრუ ფაქტებზე დამყარებული რაიმე სახის ბოიკოტი, ჩვენ ვხედავთ, რომ სინამდვილეში არჩევნები არ გაყალბებულა, რა ნიშნულებზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.