გრიგოლ ონიანის სულისშემძვრელი წერილი - საზოგადოება ,,სტალინელის" თავმჯდომარე, პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილის, მსახიობ ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალებას უსამძიმრებს.
„ძმაო ტარიელ
მეც შვილმკვდარი მამა ვარ და ორმაგად ვიზიარებ შენს ამ დიდ უბედურებას.
ჩემო ტარიელ, შენ შენი შესანიშნავი შვილის, მეგორებში და საზოგადოებაში გამორჩეული ავტორიტეტის მქონე ვაჟკაცის სიყვარულით გულმოჯერებული კაცი ხარ. მე კი ღმერთმა მხოლოდ 15 წელი მაცხოვრა ჩემს შვილთან და ხელიდან გამტაცა. 20 წელი შავი პერანგი ვატარე. სიზმარში შვილმა შემომჩივლა შავებითა და ამდენი ხნის გლოვით მაწუხებო. იმავე ღამეს სიზმრიდანვე წამოვდექი და ყველა შავი პერანგი დავწვი, პირველი კი, რომელზედაც პირველი ცრემლები იყო დაღვრილი, დღესაც ჩემს გარდერობში ჰკიდია. შენი გამძლეობა და შენი სიმხნევე ბევრად უფრო წაადგება შენს შვილს იმქვეყნად, ვიდრე ამქვეყნად შენი ტანჯვა და ვაება. გამაგრდი.
გასული წლის ბრწყინვალე აღდგომის მსგავსად მეც მოვალ შენთან შენი შვილის საფლავზე და, მის სახელთან ერთად, ბოდიშს მოგიხდი.
ჩვენ 60 წლის მეგობრები ვართ და ჩვენი შვილების ხსოვნის გასახანგრძლივებლად, მეგობრობა 80 წლამდე უნდა ავიყვანოთ.
შენთან ერთად ცხარედ დავსტირი შენს ირაკლის. მსუბუქი იყოს მის მკერდზე ქართული მიწა.
მსგავსად შენი გულდამწვარი გრიგოლ ონიანი“, - წერს ონიანი სოციალურ ქსელში.