logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: სანამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, მაისის თვე ყველაზე კრიტიკული გამოცდის პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს!
- +

22 აპრილი. 2021. 01:18

 

 

„აუცილებელია ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, ტესტირების გაფართოების მეშვეობით დადებითობის მაჩვენებლის შენარჩუნება 5%-ზე ქვემოთ“, - ამის შესახებ პროფესორმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ზვიად კირტავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ძალიან დამაფიქრებელია  1792 ახალი შემთხვევა (რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 67 დღის განმავლობაში) - 30,940 ტესტიდან. აქედან 1000 შემთხვევა თბილისში!

- ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი - 5.79% (ბოლო შვიდი დღის - 3.92%, ბოლო 14 დღის - 3.24%).

- 1 მარტიდან 20 დღის განმავლობაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა: 1,875 შემთხვევიდან - 10,413-მდე

- ვაქცინირებულია 31019 ადამიანი. დაახლოებით ამდენივე დარეგისტრირებულია ვაქცინაციის ვებ-გვერდზე და აპირებს ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამ უკანასკნელთა შორის 50%-ზე მეტს პფაიზერის ვაქცინა აქვს მონიშნული სასურველად, მეორე ადგილზეა - მოდერნა, მესამეზე - ასტრაზენეკა. თუ გავითვალისწინებთ, რომ  ეროვნული გეგმით ქვეყანაში 1,700,000 ადამიანის ვაქცინაციაა განზრახული (სავარაუდოდ - ორჯერადი აცრით, თუ ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინა არ იქნა შემოტანილი), ჯერჯერობით ვაქცინირებულთა და რეგისტირებულთა ჯამური ოდენობა სამიზნე პოპულაციის - 3.6%, ხოლო ჩასატარებელი აცრების - 1.8%-ია.

- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ ფაქტორებს: ა)ქვეყანაში ახალი შტამების გავრცელება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად  50-60% შეიძლება ბრიტანული შტამი იყოს, რომელსაც გავრცელების მაჩვენებელი კლასიკურ ვარიანტთან შედარებით 34-65%-ით მაღალი აქვს.  ბ)სახეზეა ტურისტული ნაკადების თანდათანობით ზრდა; გ)ტემპერატურის მატების ფონზე დაბალია პირბადის ტარების (50%) და დისტანცირების დაცვის მაჩვენებლები. დ)მოსალოდნელია მობილობის მნიშვნელოვანი ზრდა აღდგომის დღესასწაულის და შემდგომ დღეებში.

- სანამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, მაისის თვე ყველაზე კრიტიკული გამოცდის პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს!

- აუცილებელია ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, ტესტირების გაფართოების მეშვეობით დადებითობის მაჩვენებლის შენარჩუნება 5%-ზე ქვემოთ. ვაქცინების შესახებ განმარტებითი - საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება და ვაქცინების მოწოდების გაზრდის კვალობაზე დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდა - 10-15,000-მდე დღიურად.

- ამაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მესამე ტალღა. არაა გამორიცხული, რომ აღდგომის შემდეგ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებლობა გახდეს“, - აღნიშნა კირტავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner