ანალიტიკოსი გია აბაშიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
„"ნაცების" ერთ-ერთმა სიტუაციურმა თუ არა მუდმივმა მოკავშირემ, საია-მ [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ] კონგენიალური ანტიდასავლური განცხადება 'გამოაცხო'.
თურმე პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან იმ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. საია-ს "ჭკუის კოლოფების" აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს.
ამ 'ენჯეოს' საიტს გადავხედე და ბოლო წლებში ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და USAID-ის დაფინანსებით, არაერთი მოქმედი და მიმდინარე პროექტითაა დაკავებული.
აღარაფერი მიკვირს იმ დამახინჯებულ ქართულ რეალობაში, როდესაც შლეგი სააკაშვილის მარიონეტები დასავლეთს "იცავენ" შარლ მიშელისგან, ამერიკისა და ევროპული ქვეყნების დიპლომატებისგან.
დასანანია, რომ ერთ დროს ავტორიტეტული, სტაჟიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ახლა სააკაშვილისა და მისი ანასხლეტების დაკვეთაზეა ორიენტირებული. თუმცა, ეს ხარვეზიც გამოსწორებადია ადრე თუ გვიან. უპრინციპო, ძებნილი შლეგის დაკრულზე დიდხანს ვერ გაქაჩავენ მისი ვასალები“, - წეს აბაშიძე.