logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ოპოზიციამ დაანახა მსოფლიოს, რომ არის დესტრუქციული და პოლიტიკურად სრულად მარგინალიზებული გაერთიანება
- +

22 აპრილი. 2021. 03:01

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

 

 

"პოლიტიკური პროცესები" გადაინაცვლებს პარლამენტში და ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყანას. როგორ აისახება პოლიტიკური ბაკქანალია ეკონომიკაზე (აქტიურობა, ინვესტიციები და ა.შ.) ახსნას არ საჭიროებს.

დასავლეთისთვის არჩევნების კანონიერების (ლეგიტიმაციას რომ ეძახიან) საკითხი, დღის წესრიგში არ დგას.

შესაბამისად, ეს 6-თვიანი ბაკქანალია ხელოვნურად, ქვეყნის საზიანოდ, მისი რეპუტაციის შესალახავად და სახელმწიფოებრიობის დასაკნინებლად იყო შექმნილი.

სასწორზე მართლაც იდგა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. დეტალებში არ შევალ. ვრცელი თემაა. ვინმეს გაგიგიათ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, აღიარებული არჩევნების, მსგავსი ბოიკოტირება მომხდარიყოს? ამიტომ შევარქვი შატალო. ჩვენი დემოკრატია, ჯერ, სკოლის ასაკის დონეზეა.

სხვათაშორის, პარალელურად ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო პროპაგანდა მიმდინარეობს. თურქეთის მაგალითი მოჰყავთ. ძალიან ბევრს წარმოდგენა არ აქვს, რა სამუშაოს ეწევიან სამონისტროები ევროპულ სტანდარტებზე და რეგულაციებზე გადასასვლელად.

ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" წავიდა როგორც მისი ამომრჩევლისთვის არაპოპულარულ, როცა პატიმრების, კომიტეტეტბის და სხვა საკითხები დათმო, ასევე პოლიტიკურ რისკზე, როცა დაეთანხმა 43%-ს. ამით აჩვენა დასავლეთს, რომ მთელ დანარჩენ ოპოზიციაზე ერთი თავით მაღლა დგას. თუმცა, შექმნილ ვითარებაში, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაცაა. დეტალები შორს წაგვიყვანს.

ოპოზიციამ დაანახა მსოფლიოს, რომ არიან ქვეყნის გარედან ერთი პირის მიერ მართული, დესტრუქციული და პოლიტიკურად სრულად მარგინალიზებული გაერთიანება.

ნურავინ დაიჯერებს, რომ 113 დეპუტატის შეგროვება თავისით მოხდა. დიდი ალბათობით, ჩვენი პარტნიორები, ინდივიდუალურად მუშაობდნენ ცალკეულ პოლიტიკოსთან, უფრო სწორად პოლიტიკაში მყოფთან. ზუსტად ამიტომ მოხდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკიდან წასული გამოჩნდა, ჩუმად მოაწერა ხელი და ჩუმად წავიდა.

ე.წ. ოპოზიციის ნაწილმა აჩვენა, რომ მიუხედავად ჩვენი პარტნიორების დამსახურებისა, შესწევთ უნარი ექს-პრეზიდენტის სურვილების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან. თუმცა, შემდგომში, შესაძლოა ისევ მისი ფრთის ქვეშ მოექცნენ. მიზეზები ვიცით.

უკვე დავწერე და გავიმეორებ, რომ ამ თვეებში გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა თავისი ფუნქცია შეასრულა და ამ პოლიტიკური დარეგულირებების ბოლო ფაზის, მედიაცია რომ უწოდეს, ცენტრად იქცა. ისიც ფაქტია, რომ "მთავარი ოპოზიციური პარტია" დღემდე არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, თუმცა მის შე(მო)წყალებებს იღებს.

მარგინალური ოპოზიციის წყალობით ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა ქვეყანას. გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელს, "პოსტებს", კომენტარებს, გაიკითხეთ აზრი, იყო თუ არა ეს "ფასილიტაცია" და "მედიაცია" ნორმალური მოვლენა სუვერენული სახელმწიფოსთვის?! „, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner