logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მმართველმა გუნდმა სახელმწიფოსთვის საჭირო ნაბიჯი გადადგა
- +

22 აპრილი. 2021. 02:36

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მახრადამჭერებში მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის მიმართ უკმაყოფილება იყო, მმართველმა გუნდმა სახელმწიფოსათვის საჭირო ნაბიჯი მაინც გადადგა და ხელი მოაწერა. ეს დაგვირგვინდა პრეზიდენტის სასახლეში, რაც კარგია“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

„- ახლა ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანია ადგილობრივ არჩევნებამდე მივიდნენ და მოიპოვონ მეტი გამარჯვება, იქნება ეს "ქართული ოცნება" თუ სხვა ოპოზიციური ძალა. პოლიტიკურ მინდორზე შემოსულია გახარია.

ჩვენ არ ვიცით მისი პარტია როდის შეიქმნება და როგორი ორიენტაციის იქნება. თუ გახარიას შორსმჭვრეტელი პოლიტიკური მიზნები აქვს, მან ოპოზიციური ველიდან ხმების მოპოვებისთვის უნდა იბრძოლოს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner