ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, რომ შეთანხმების დოკუმენტის პირობების შესრულებას ხელი შეუშალოს.
როგორც ექსპერტი „ფეისბუქ“-პოსტში აღნიშნავს, მათი მთავარი მიზანი - „ ქართული ოცნების“ დემონიზაციაა.
21-ე საუკუნეს, მაინც თავისი ჰიბრიდული ნიუანსები და ვესტერნიზაცია ახასიათებს.️ ავად თუ კარგად ეს 6-თვიანი პოლიტიკური კანონადა მძაფრსიუჟეტიანი ამერიკული ფილმივით განვითარდა, თავისი happy and-ით დასრულდა.
თუმცა, ამ "კეთილი დასასრულის" ქართულ სიუჟეტს, კადრს მიღმა დარჩენილი გარედან ინსცენირებული პოლიტკრიზისის მიზანსცენები კვლავ აცოცხლებს, რაც შემდეგი სერიის ნოყიერ მასალასაც იძლევა.
ევროამერიკული მედიაციის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების მთავარი მიზანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმა იყო, როგორც სამომავლოდ პოლიტიკური ჩიხის დაზღვევა, რომელიც ჯერ კიდევ ამ მეტად პოლარიზებულ გარემოში კვლავ შეიძლება გათამაშდეს.
ბუნებრივია, კადრს მიღმა დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“, მაქსიმალურად ეცდება ხელმოწერილი შეთანხმენმების პირობების შესრულების ხელშეშლას, ან ისეთი სიტუაციის შექმნას, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დაბრალდეს.
შორს, რომ არ წავიდეთ სიტუაციის აშკარად აჭრის მცდელობა უკვე გუშინვე იყო, როდესაც გაჟღერდა ახალი ნარატივი. უპირობოდ და ყოველგვარი გირაოს გარეშე, ამნისტიის კანონამდე, დაუყონებლივ მოხდეს მელიას განთავისუფლება პროკურატურის მიერ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლით, თუნდაც ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით.
ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ, ფორმულად შემოგდებული ეს წინადადება, მელიას ციხეში მონახულების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემაც გაიმეორა ერთი ერთში.
ბუნებრივია, ეს მოთხოვნა როგორც „ნაციონალების“ პარლამენტში შესვლის წინაპირობა, აიტაცეს ოპოტელევიზიებმა, მათთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციული ბადით, ერთის მხრივ „ტვ პირველმა“ პირდაპირ ეთერში წაიკითხა ნიკა მელიას წერილი ციხიდან, სადაც ის აშკარად შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებულია დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ქმედებით, რადგან ეს მისთვისაც სიუპრიზი ყოფილა, რადგან არ აპირებს არანაირი გირაოს გადახდას და მეორეს მხრივ, სტუდიებში და სოცქსელებში დაიწყო მათი დამუნათების და დაბულუნგების ახალი კამპანია!
ამ შემთხვევაში გათვლაც მარტივია, ეს კამპანია, თან შარლ მიშელის ვიზიტისას, ხელმოწერილი შეთანხმების გაუფასურებას და მორალური წნეხით "უპირო და გადამგდები" ოპოზიციის გაბითურებას ემსახურება, სამომავლოდ მათთვის ელექტორალური დანაკარგების მიზნითაც.
მთავარი მიზანი კი „ოცნების“ დემონიზაციაა, რადგან თუ მელიას გათავისუფლება, პროკურატურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ხოლო გირაოს საკითხი პრობლემურია, მაშინ გამოდის, რომ კრიზისის ბოლომდე განმუხტვა სწორედ „ოცნებას“ არ აწყობს. ამასთან, ამნისტიაზე შეთანხმებაც არ იქნება ადვილი, წინა პოსტშიც ავღნიშნე, ყველაფერს გააკეთებენ უკვე თავად სააკაშვილის სამომავლო ამნისტირებისათვის.
ახლა „ოცნების“ ამოცანაა, ფაქტიურად მოგებული პოლიტიკური ედშპილი ბოლომდე, ზიგ - ზაგების გარეშე მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე. ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რასაც მართველი ძალა გადადგამს, ამ შეთანხმების დროულად და მისთვის ნაკლებად დამაზიანებლად შესასრულებლად“, - წერს ცუცქირიძე.