logo_geo
eng_logo
ქართველი მოსამართლეები აშშ-ს გამოცდილებას ეცნობიან
- +

14 ივლისი. 2016. 16:11




დღეს, 14 ივლისს ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით ქობულეთში სამუშაო

შეხვედრა დაიწყო თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური

საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის სავაჭრო

დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის

პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების, საქართველოში ამერიკის საელჩოსა

და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული

ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით იმართება.



სამი დღის განმავლობაში ამერიკელი მოსამართლეები ქართველ კოლეგებს გააცნობენ

ამერიკის სასამართლო პრაქტიკას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან

დაკავშირებულ დავებზე. ასევე, იმსჯელებენ საქპატენტის სააპელაციო

პალატის და საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და

მოისმენენ ამერიკელი მოსამართლეების პოზიციას აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან

დაკავშირებით.



ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის

კუთხით  მოწინავე და დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნის გამოცდილების

გაზიარება, ხელს შეუწყობს და დაეხმარება ქართველ მოსამართლეებს, საქართველოს

ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის იმპლემენტაცია განახორციელონ

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.



სემინარის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა და

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner