logo_geo
eng_logo
ირანი, საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ
- +

14 ივლისი. 2016. 16:12



სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მაღალჩინოსანმა დავიდ მელკონიანმა სომხურ გამოცემა „news.am"-ს განუცხადა, რომ ირანი, საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ, რომელიც ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას დააკავშირებს.



მისი ინფორმაციით, 14-15 ივლისს შესაბამისი პროექტის დეტალებზე განსახილველად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ირანის, საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.



მისივე თქმით, პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა.



ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის პროექტის არსებობას ადასტურებს გავლენიანი გამოცემა Huffington Post-იც, რომლის თანახმად, ირანს სურს გახდეს სავაჭრო ჰაბი ევროპასა და ცენტრალური აზიისთვის და სწორედ ამ მიზნით ქმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორს.



რამდენიმე დღის წინ, ირანში ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა ბოიკო ბორისოვმა დაადასტურა, რომ ბულგარეთი მზად არის, აღნიშნულ პროექტს შეურთდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner