განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრა ნიუსთან" მაგისტრანტი აბიტურიენტების კითხვებს უპასუხა. როგორც საუბრისას ჯეჯელავამ განაცხადა, ის ხარვეზები რაც გამოცდებზე დაფიქსირდა მომავალ წელს აუცილეწბლად გამოსწორდება და საგამოცდო პროცესი უფრო დახვეწილი იქნება.
„ბევრმა აბიტურიენტმა მომწერა სოციალური ქსელის საშუალებით და სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდათ, რომ არ მოსწონთ კალმების ხარისხი და აგრეთვე კონდინცირება. ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და მომავალში აუცილებლად გათვალისწინებთ, რომ საგამოცდო პირობები იყოს უფრო ხარისხიანი.
მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ თვითონ ეროვნული გამოცდების სისტემა დახვეწას საჭიროებს. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 40 000-მდე აბიტურიენტია, მაშინ ეს ხარვეზები პროცენტულად ძალიან დაბალია.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მომავალი გამოცდები გაცილებით უფრო დახვეწილი იქნება ვიდრე წლევანდელი და ეს ასე გაგრძელდება ყოველწლიურად", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.