„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ნიკა მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ის ციხეს.
„აი, ამერიკის ელჩის პოზიცია, ნაცვლად იმისა დაგმოს პოლიტიკური პატიმრების არსებობა. აბა. რა შედეგებს ელოდით მისი ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან“, - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.