უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საზღვრიდან რუსეთის მიერ ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას ეხმაურება.
„ჩვენს საზღვართან ჯარების შემცირება დაძაბულობას ამცირებს. უკრაინა ყოველთვის ფხიზლად არის, თუმცა მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებისა და დონბასში სიტუაციის დესკალაციის მიზნით.
უკრაინას მშვიდობა სურს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა.