logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზად არის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს
- +

22 აპრილი. 2021. 21:03

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს.

 

„თუ მას ურთიერთობების აღდგენა სურს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

 

„მზად ვარ, დონბასში, სადაც ომი მიმდინარეობს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვა შევთავაზო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner