logo_geo
eng_logo
შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს რუს დეპუტატს უწოდებს
- +

22 აპრილი. 2021. 22:42

 

„ევროკავშირს თუ უნდა ივანიშვილთან მოკავშირეობა და საქართველო უნდა როგორც ტერიტორია, ასე არ გამოვა. აქ ხალხია და ეს ხალხი თავის სიტყვას ევროპის და კაცობრიობის ისტორიაში კიდევ იტყვის. ევროპის ელიტა, პოლიტ ელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს,“ - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

 

იგი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს რუს დეპუტატად მოიხსენიებს.

 

„ის კალიურანდი რომ არის მარინა, რუსი დეპუტატი ევროპარლამენტში, დღე და ღამე რომ მოკვდა ივანიშვილის მხარდაჭერით განცხადებების კეთებით, რუსი ქალბატონია, პრიბალტიკელი ქმარი ჰყავს და მის გვარზეა.

შვიდგზის ჩემპიონია ბადმინტონში. საქართველო არ არის ბადმინტონი, ქალბატონო მარინა. ეს ფულები რომ მოდის, ადრე მოსკოვში მიდიოდა აქედან „სტავკები“. ახლა ევროპისაკენ წავიდა და კიდევ სხვაგან. საქართველო არ არის ბადმინტონის მოედანი, თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner