„“ტვ პირველის“ ეთერში ბოლო 30 წუთია ისმის ამერიკის ელჩის და დასავლელი პარტნიორების ლანძღვა გინება“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი და გადაცემა „რეაქციაში“ შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით უსმენს არხის ხელმძღვანელობა. შესაშური დემოკრატიაა. ეს არ არის რუსეთის სასარგებლო თამაში? ეს არა არის გამიზნული ანტიდასავლური პროპაგანდა?“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.