რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
„ყურში სმენა დამაკლდა და ვიხუმრე ბეთჰოვენმა შური იძია მეთქი - მეცხრე სიმფონია ისე დავჩეხე სპექტაკლისთვის, რომ გენიოსმა ვერ აიტანა ჩემი უდიერი საქციელი და სასტიკად დამსაჯა!
ახალგაზრდა ჩუმად ეკითხება მეზობელს - ექიმთან ვართ და ველოდებით გამოძახებას - ვინ არის ბეთჰო...ვენიო?
...მერე შედის ექიმთან და სანდომიანი მოხუცი ღიმილით მიყვება:
ნუ გიკვირთ, ორი წლის წინ გურამ დოჩანაშვილმა მიამბო საოცარი ამბავი:
- მოვედი ექიმთან და ქალი დამეწია, მე და ჩემ ქალიშვილს თქვენთან, დიდ მწერალთან ფოტოსურათის გადაღება გვსურსო, ნუ გეტყვით უარსო.
- ქალბატონო, ექიმი მიცდის და ალბათ დიდხანს მომიწევს მასთან ყოფნაო!
- არაფერია, ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა თქვენთან ერთად სურათის გადაღებაო!
დაგიცდით!
სამი საათი გაატარა ბატონმა გურამმა ექიმთან.
და რომ გამოვიდა ქალი მოსაცდელში დახვდა...
- შვილო,- გასძახა პატარა გოგონას, - დროზე, დროზე! მოვიდა ბატონი ჭაბუა ამირაჯიბიო!“, - წერს სტურუა.