logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: მეცხრე სიმფონია ისე დავჩეხე სპექტაკლისთვის, რომ გენიოსმა ვერ აიტანა ჩემი უდიერი საქციელი და სასტიკად დამსაჯა!
- +

23 აპრილი. 2021. 00:35

 

 

რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყურში სმენა დამაკლდა და ვიხუმრე ბეთჰოვენმა შური იძია მეთქი - მეცხრე სიმფონია ისე დავჩეხე სპექტაკლისთვის, რომ გენიოსმა ვერ აიტანა ჩემი უდიერი საქციელი და სასტიკად დამსაჯა!

ახალგაზრდა ჩუმად ეკითხება მეზობელს - ექიმთან ვართ და ველოდებით გამოძახებას - ვინ არის ბეთჰო...ვენიო?

...მერე შედის ექიმთან და სანდომიანი მოხუცი ღიმილით მიყვება:

ნუ გიკვირთ, ორი წლის წინ გურამ დოჩანაშვილმა მიამბო საოცარი ამბავი:

- მოვედი ექიმთან და ქალი დამეწია, მე და ჩემ ქალიშვილს თქვენთან, დიდ მწერალთან ფოტოსურათის გადაღება გვსურსო, ნუ გეტყვით უარსო.

- ქალბატონო, ექიმი მიცდის და ალბათ დიდხანს მომიწევს მასთან ყოფნაო!

- არაფერია, ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა თქვენთან ერთად სურათის გადაღებაო!

დაგიცდით!

სამი საათი გაატარა ბატონმა გურამმა ექიმთან.

და რომ გამოვიდა ქალი მოსაცდელში დახვდა...

- შვილო,- გასძახა პატარა გოგონას, - დროზე, დროზე! მოვიდა ბატონი ჭაბუა ამირაჯიბიო!“, - წერს სტურუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner