ჟურნალისტი გოდერძი შარაშია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„ამ სტატიას გუშინ შემთხვევით გადავაწყდი.
,,Humanrights"- ანგარიშია, სადაც 7 ნოემბრის მოვლენებია აღწერილი და სტატიაში ჩემი ფოტო გამოუტანიათ.
ეს ფოტო და ამ დღის ფინალი ბუნდოვნად მახსოვს. ტელეკომპანია მზე-ში ვმუშაობდი და აქციას ვაშუქებდი.
როცა დარბევა დაიწყო პარლამენტის წინ ვიდექი და მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადმოვცემდი. პროდიუსერი მთხოვდა, რომ სანამ შევძლებდი ეთერში დავრჩენილიყავი. როცა სროლები დაიწყო მეგონა ჟურნალისტებს მაინც დაინდობდნენ.
მოკლედ მახსოვს ოპერატორს ვუთხარი გაიქეცი თქო, მე კი ბოლო კადრში ჩიტაძის აღმართი დავინახე მერე არაფერი მახსოვს.
არც ამ ფოტოს გადაღების მომენტი მინახავს. ქვაფენილზე წაქცეული უცნობებს სახ. კანცელარიასთან მივუყვანივართ.
იმ დღეს არამიანცის კლინიკაში გამომეღვიძა.
სუნთქვა გამიჭირდა, თვალებს ვერ ვახელდი, ცრემლი მდიოდა და ამ ფოტოზე ეს მომენტია აღბეჭდილი
რაც აქ დავწერე ამის მხილველი ირაკლი მაისურაძეა, Irakli Maisuradze მადლობა შენ იმ დღისთვის“, -წერს შარაშია.