logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ დღეს, მსოფლიოში ახალი შემთხვევების აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა
- +

23 აპრილი. 2021. 01:04

 

„მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ დღეს, მსოფლიოში ახალი შემთხვევების აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა – 585 000 შემთხვევა. ამ მხრივ, საქართველოში ჯერ არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

მისი თქმით, საქართველოში, ჯერ გარდაცვალების შემთხვევების მატებაც კი არ შეინიშნება, რასაც კლინიკური სექტორი ახერხებს.

 

„ჩვენთან, ყოველდღე, ათის ფარგლებშია გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, ეს რეკორდულად დაბალი რიცხვია.

ყოველი 100 დაავადებულიდან ერთი ადამიანი ჩვენთან კვდება, თორემ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, როგორც წესი, ორი, ან სამი ადამიანი კვდება. მოდით, ამას ნუ დავუკარგავთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს. ზოგჯერ, ამას ისე აგდებით მოიხსენიებენ, თითქოს, არაფერი არ არის. არადა, როგორ არ არის?! ერთი და იგივე როგორ არის, წელიწადნახევრის მანძილზე 4 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა თუ 8 000, ან 12 000?! არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ და რატომ არ უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სისტემის და კლინიკსისტემის დამსახურება?“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner