logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მიშას ეს "პროდასავლური კაიბიჭობა" - მელიას სულ უფრო მზარდი პირადი პოპულარობის დაკნინების მცდელობადაც შეიძლება შევაფასოთ
- +

23 აპრილი. 2021. 02:31

 

 

„ვნახოთ - ეს შიდა "ლიდერ/ბუნტი" რითი დასრულდება - "ღიპამოგდებული ლოთი სააკაშვილი" VS წონადაკლებული ფხიზელი მელია“, -  ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოცილაურ ქსელში წერს.

 

„ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქრობს ერთი ექსპერტი მეორეზე, ან ანალიტიკოსი - ანალიტიკოსზე. მაგრამ, გაცილებით უფრო საინტერესოა - რას ფიქრობს ერთი თაღლითი, თუნდაც ადგილობრივი მასშტაბის, მეორე - საერთაშორისო დონის თაღლითზე. მხოლოდ ამ მიზნით ჩავუჯექი მიხეილ სააკაშვილის, გიორგი სიგუასეულ ფსიქოპორტრეტის გაცნობას.

მენიშნა ერთი რამ. რასაც ირიბი მინიშნების ყურები მანამდეც უჩანდა. მელიას ფიგურის ჰეროიზაცია და მისი ანტითეზაში გამოყვანა ბელადთან.

პირველად ამაზე დავფიქრდი, როდესაც მელიამ "საკონტროლო გასროლით" ფაქტიურად მოაცილა ვანო მერაბიშვილი არა მხოლოდ ნაცმოძრაობას, არამედ მგონი, საერთოდ - პოლიტიკას. გამოვრიცხავ, რომ ეს სააკაშვილის "კურთხევით" მომხდარიყო. მერე რა, რომ მერაბიშვილი შარშან პოლონეთის გავლით ჩავიდა მიშასთან კიევში და მისგან და კეზერაშვილისაგან თავის კუთვნილ თანხებს ითხოვდა, რაც სააკაშვილს "ისე რა" არ მოეწონა, ხოლო კეზერაშვილს - ძალიან.

ეს ის მიზეზი არ იქნებოდა, მიშას მელიას ხელით მერაბიშვილის პოლიტიკურ განადგურებაზე გაეცა ბრძანება. მით უმეტეს - მერაბიშვილი მიშას ვერანაირად ვერ მიაყენებდა "რეპუტაციულ ზიანს", მისი სათადარიგო სკამი სწორედ ასეთი ტიპაჟებით ჰყავს გადაჭედილი კიევსა და მის ფარგლებს გარეთ. ანუ, წესით - მელიას მხრიდან, ურჩობისა და თვითნებობის სუნი ასდიოდა ყოველივეზე. ხოლო თავის არჩევით პარტიის ქვე-ბელადის პოსტზე - ნიკანორმა მიშას კიდევ ერთ ნდობით აღჭურვილი პირი გადაანაცვლა პოლიტიკურ "ჩრდილში" - ლევან ვარშალომიძე. ანუ, ალეგორიულად - ახალგაზრდა "გორბაჩოვმა" - "ჩერნენკოებისა" და "სუსლოვების" დასამარება დაიწყო "ბრეჟნევის" გარშემო, რაც წესით ამ უკანასკნელს არ უნდა მოსწონებოდა.

ჯერ კიდევ წინ გვაქვს "საინტერესო" სურათის დრამატურგიული განვითარება, თუ როგორ დააღწევს თავს მელია მისთვის სააკაშვილის მიერ ახალი დაგებული ხაფანგიდან.

ბევრი თავისი თანაპარტიელისთვის მოულოდნელად, განსაკუთრებით ეგზალტირებული მდედრი/სექტანტებისთვის - სააკაშვილმა შარლ მიშელთან "მისასვლელად" ბოლო ხიდი რომ არ აეფეთქა, ბოლო მომენტში "კაიბიჭობა" გაათამაშა და მოაწერეთო ხელი, უბრძანა. ოღონდ - მელია რომ გამოვა გარეთ, მაშინ.

მიშამ უკვე იცოდა, რომ მიშელმა მელიას გარეთ გამოსასვლელად "ევროპული" გზა უკვე შესთავაზა ძირითად მოთამაშეებს და თავად მელიასაც - ევროკავშირის ეგიდით მოქმედი ერთ-ერთი ორგანიზაცია გირაოს გადაიხდის.

ასე რომ მიშას ეს "პროდასავლური კაიბიჭობა" - მელიას სულ უფრო მზარდი პირადი პოპულარობის დაკნინების მცდელობადაც შეიძლება შევაფასოთ. მიდი აბა ნიკანორ - გამოდი! გიხდიან! ამით მიშა ორ კურდღელს კლავდა ამ თავის "ჩაპაევის" გათამაშებულ პარტიაში - "პროევროპულ კაიბიჭობას" და "მორჩილებას" ინარჩუნებდა და მელიას თავმოყვარეობასაც აბიჯებდა ყელზე თავისი ძვაირადღირებული წითელი ფეხსაცმელებით.

მანამდე კი ვნახოთ - ეს შიდა "ლიდერ/ბუნტი" რითი დასრულდება. "ღიპამოგდებული ლოთი სააკაშვილი" VS წონადაკლებული ფხიზელი მელია?“, - წერს ქართველიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner