logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: რა უნდოდათ პარლამენტში, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება!
- +

23 აპრილი. 2021. 02:44

 

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების ქმედებები შეაფასა, როგორც სამართლიანი!

აქაური საია კი მოითხოვს, რომ იმ ღამეს მოქმედი კრიმინალები გათავისუფლდნენ, ხოლო კანონიერად მოქმედნი სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების დამცველნი სამართალდამცველები დაისაჯონ!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„შეკითხვა  ე.წ.  იურისტებისა და ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველებისადმი!

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 20 ივნისის ღამეს იმ დროს, როდესაც მელია და მისი ნაცი ძმადნაფიცები, სპეციალურად  მომზადებულნი მომიტინგენი შეტევას, რომ ახორციელებდნენ პარლამენტზე, მაშინ იქ არ იმყოფებოდა გავრილოვი. მას იმ დროისათვის უკვე კარგა ხნის  დატოვებული ჰქონდა საქართველო!

ამიტომაც კითხვა: რა უნდოდათ პარლამენტში თუ არა სახელმწიფო გადატრიალება!

ჰო, ახლა ალბათ იტყვიან  გავრილოვის ნაჯდომი სკამი სუვენირადო!

 

უფრო მეტიც, დემოკრატიის ნავთსაყუდელი ქვეყნის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების ქმედებები შეაფასა, როგორც სამართლიანი!

აქაური საია კი მოითხოვს, რომ იმ ღამეს მოქმედი კრიმინალები გათავისუფლდნენ, ხოლო კანონიერად მოქმედნი სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების დამცველნი სამართალდამცველები დაისაჯონ!

ეს ნონსესია, ნონსესი!

 

მთავარი უბედურებაა ისაა, რომ  დიდი ალბათობით, ამ ორგანიზაციაში მომავალში დაფრთიანებული ახალგაზრდები მომავალში, იმავე საკანონმდებლო ორგანოში დაჯდებიან, როგორც კანონმდებლები!

კი ბატონო, ყველაფერზე თანახმა ვარ,  თუ ამ საქმის სამართლებრივი (ისტორია მაინც არ დაივიწყებს) დავიწყება უშველის ხვალინდელ საქართველოს!

მაგრამ, ვეჭვობ პირიქით არ მოხდეს და მომავალში უფრო არ შეაგულიანოს ეს ქვეყნის დაქცევისა და დანგრევის მომხრენი ამ ჰუმანურმა აქტმა!

მიკვირს ნუთუ ამას ვერ ხვდებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები? ესენი ლოგიკას და ადამიანურობას, ძალაუფლების დაბრუნების ჟინის გამო არ ექვემდებარებიან! ნეტავი ვცდებოდე!“, - წერს გვენეტაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner