დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ახალი მინისტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრი დაასახელა.
დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი მაიკლ გოუვი, რომელიც თანამდებობიდან დღეს მოხსნეს ლიზ ტრასმა ჩაანაცვლა, რომელიც დევიდ ქემერონის მთავრობაში გარემოს, სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.
განათლების, ქალთა საკითხებისა და თანასწორობის მინისტრი ჯასტინ გრინინგი გახდა, რომელიც მანამდე საერთაშორისო განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ჯერემი ჰანტმა თანამდებობა შეინარჩუნა, ლორდთა პალატის ახალი სპიკერი კი ნატალი ჯესიკა ევანსი გახდა. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი პატრიკ მაკლოხლინი დაინიშნა.
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გუშინ გახდა.