logo_geo
eng_logo
ერაყის საერთაშორისო აეროპორტთან სამი რაკეტა ჩამოვარდა
- +

23 აპრილი. 2021. 10:20

 

 

ერაყის საერთაშორისო აეროპორტთან სამი რაკეტა ჩამოვარდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ერაყის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, რაკეტები აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ბაზირებულები. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 18 აპრილს სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ბალადის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, სადაც ამერიკელი კონტრაქტორები იმყოფებიან. დაშავდა ორი ერაყელი სამხედრო.

 

აშშ-ის ხელისუფლება ერაყში აშშ-ის დაწესებულებებზე და სამხედრო ბაზებზე რეგულარულ სარაკეტო იერიშებში ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებს ადანაშაულებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner