logo_geo
eng_logo
„Check in Georgia”ს ფარგლებში ზუგდიდში ჯგუფ „ეგარისა“ და „ანჩისხატის გუნდის“ კონცერტი გაიმართება
- +

14 ივლისი. 2016. 19:48



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 15 ივლისს, 19:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ პარკში (იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე), ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  გაიმართება „ანჩისხატის გუნდისა" და ჯგუფ „ეგარის" კონცერტი.



აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.



„Check in Georgia"-ს ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.



პროექტის „Check in Georgia" განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner