„მახსოვს როგორ გამოიყენეს „ნაციონალებმა" თამარ ჩუგოშვილის განცხადება 26 მაისს აქციის სასტიკი დარბევის გასამართლებლად" - წერს მხატვარი შოთა გლურჯიძე „facebook"-გვერდზე.
„ის იმ დროს ნამდვილად მათ მიერ მართული საკმაოდ ოდიოზური ფიგურა იყო და „ნაციონალები" მისი, საიას და სხვა ნჯო-ების მეშვეობით ბევრ ბნელ საქმეს ამართლებდნენ.
ახლა "ქართული ოცნების" სიის სათავეში წარმოგვიდგინეს, მარწმუნებენ ზნე იცვალაო, მე მაინც იმედს არ ვკარგავ, იქნებ მართლა სავლე პავლედ გადასხვაფერდა, ვნახოთ!!!" - წერს შოთა გლურჯიძე.