logo_geo
eng_logo
რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო
- +

23 აპრილი. 2021. 14:41

 

 

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმიდან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო, რომლებიც სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ,“ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და არმიის გენერლის, სერგეი შოიგუს მითითების თანახმად, სამხრეთ სამხედრო ოლქის და საჰაერო სადესანტო ჯარების ძალებმა, რომლებიც მოულოდნელი შემოწმების პროცესში იყვნენ ჩართულები, 23 აპრილს მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება დაიწყეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, არმიის ნაწილები და ფორმირებები რკინიგზის სადგურების, აეროდრომებისკენ მიემართებიან და სადესანტო გემებში, რკინიგზის პლატფორმებსა და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებში სხდებიან. ევროკავშირის ოფიციალური პირების შეფასებით, ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-მდე ჯარისკაცი იყო მობილიზებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner