logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: სამართლიანობის აღდგენა, ჩვენი შეკრების მიზანია
- +

14 ივლისი. 2016. 16:00



პარტია „ჩვენი სამშობლოს" წევრებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯა მოითხოვეს. 


„სამართლიანობის აღდგენა, ჩვენი შეკრების მიზანია. სულხან მოლაშვილის და სხვა პოლიტპატიმრების გარდაცვალების გამო შევიკრიბეთ. ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეები არიან დღეს გარეთ დადიან, არ ეშინიათ. მოვითხოვთ ისინი დაისაჯონ.  

 

სულხან მოლაშვილი ჩვენი პარტიის წევრი იყო, ერთად უნდა გვებრძოლა. უსამართლობა, რომელიც დღეს საქართველოში ხდება ხალხისთვის პირველი თემაა.  ეს საკითხი გადასაწყვეტია, მოვუწოდებთ კვირიკაშვილის მთავრობას დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც წლების განმავლობაში მთელი საქართველო გააუბედურეს და დაავადმყოფეს",- განაცხადა პარტია „ჩვენი სამშობლოს" ლიდერმა ზვიად ჩიტიშვილმა.


პარტია „ჩვენი სამშობლოს" მთავარი საბჭოს წევრის გია კორკოტაშვილის თქმით, მხოლოდ პოლიტპატიმრებს არ ეხება აქცია, ისინი ასევე მოითხოვენ, სხვა საკითხებზეც მოხდეს რეაგირება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner