logo_geo
eng_logo
კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა
- +

4 მარტი. 2016. 18:22




ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ „BBC" იუწყება და აქვე აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინმა ასევე მოითხოვა სამხედრო დოქტრინის გადახედვა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმა განახორციელოს.


„მზად უნდა ვიყოთ, რომ ბირთვული ქობინები ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.


საპასუხოდ, აშშ-მ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელიც რეგიონში მდგომარეობის ესკალაციას იწვევს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner