logo_geo
eng_logo
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი 15 ივლისს გაიხსნება
- +

14 ივლისი. 2016. 20:03



ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი  (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) 15 ივლისს გაიხსნება.



რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  გაზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.



ახალ  საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და  იაპონიის ელჩი, საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner