logo_geo
eng_logo
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს გააძევებენ
- +

23 აპრილი. 2021. 17:11

 

 

ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ თავიანთ დედაქალაქებში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს გააძევებენ. ამის შესახებ „ტვიტერზე" ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა დაწერა.

 

„ჩეხეთის მოკავშირეებთან სოლიდარობის ნიშნად და ვენის კონვენციის დარღვევებთან დაკავშირებით, ლატვიამ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ლატვია არ შეეგუება ძირგამომთხრელ საქმიანობას არც მის ტერიტორიაზე, არც მისი პარტნიორების და მოკავშირეების ტერიტორიაზე", - განაცხადა რინკევიჩმა.

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოდან ორ დიპლომატს აძევებენ.

 

ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს ესტონეთიც გააძევებს.

 

შეგახსენებთ, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი რუსულ დაზვერვაზე მუშაობასა და ვრბეტიცეში 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებში დაადანაშაულეს. მაშინ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ეს საბრძოლო მასალები ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა. ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს მტკიცებულებები, რომ აფეთქებებთან „გე-რე-უ" იყო დაკავშირებული. პასუხად რუსეთის მთავრობამ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით ჩეხეთის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ რუსეთის საელჩოს კიდევ 63-მა თანამშრომელმა დატოვოს პრაღა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner