logo_geo
eng_logo
ჟურნალისტები ოპოზიციის წინააღმდეგ!
- +

23 აპრილი. 2021. 18:01

 

 

ქართულ პოლიტიკაში დგება ხოლმე არჩევანის გაკეთების მომენტი და ჩვენი ქვეყნის უნიკალური პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ე.წ. ოპოზიციიდან ზოგმა პარლამენტში შესვლა აირჩია, ზოგი კი გარეთ დარჩა, რომ ისევ აჯანჯღაროს ქვეყანა მათი დესტრუქციული ქმედებებით და  როგორმე დაძაბულობის მუხტი აწიოს. პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე მოთამაშე ე.წ. ოპოზიცია ცდილობს, იმ კომბინაციებით მოუგოს მმართველ პარტიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირით ჟღერდება - ასე აღმოჩნდა ნიკა მელია პაიკი, რომელიც პოლიტიკურ თამაშებს შეწირეს და დააჯერეს, რომ ცოტაც და „დედოფლად“, ანუ ლაზიერად გარდაიქმნება... მელიას „დედოფლობის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ „55 წლის მსუქანი, ლოთი, გადამდგები ნაბ**არი სააკაშვილის“ თავში, როგორც მას მისი აწ უკვე ყოფილი ძმაკაცი, საქართველოდან გაქცეული გიორგი სიგუა უწოდებს, კიდევ რა „ბრწყინვალე“ იდეები გაჩნდება, არავინ იცის... როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოველი დაქადნება - არიქა, საქართველოში მოვდივარო, მორიგი „ზაპოის“ შედეგია ხოლმე და არ ღირს, ამ პოლიტიკური გვამის კრიახზე სერიოზული კომენტარის გაკეთება...

 

თემა, რაზეც „რეპორტიორმა“ მცირე კომენტარები ჩაწერა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ ე.წ. დაზავების დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერაა, რითაც მათ პაროლამენტში შესვლის ვალდებულება აიღეს. არადა, ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სწორედ ეს ოპოზიცია არ შედიოდა პარლამენტში ცოცხალი თავით და საინტერესოა, ახლა რატომ გადაიქცნენ სავლეები პავლეებად? ევროპელი პარტნიორების არაერთი დელიკატური მითითება აქამდე არ გაუთვალისწინებიათ და ახლა რამ გადარიათ? დოკუმენტზე ხელმოწერის დღეს ისე იდგნენ ატუზულები ერთმანეთის გვერდიგვერდ ეს ამხელა „ფილარმონია“ ოპოზიციის წევრები, გეგონებოდა, მეორე კლასში იყვნენ და რომელიმე მათგანმა რაღაცა დააშავა, რის გამოც „მასწავლებელმა“ შარლ მიშელმა მთელი კლასი „დაფასთან გამოიყვანა“ და ტუქსავდა... ისე, მიშელს რომ პირდაპირ ეთერში ეკითხა მათთვის - აბა, მითხარით, რა სარგებლობა მოაქვს მამალსო, ალბათ, ვახტანგ მეგრელიშვილი იტყოდა, რომ მამალი გვაძლევს ბუნდღას, სალომე სამადაშვილი იტყოდა, რომ მამალი გვაძლევს ხორცს და რატომღაც მგონია, რომ სწორედ დავით უსუფაშვილი იტყოდა იმ გენიალურ ფრაზას, ფილმიდან - „ჩინჩლავსო“... ეს როლი სწორედაც რომ მოუხდებოდა უსუფაშვილს, რომელსაც კაციშვილი ვერ ხედავდა ბოლო დროს, იმ პატარა ბიჭივით, კლასში ბოლო მერხზე რომ იჯდა და მორიდებით იწევდა ხელს, საქვეყნოდ ცნობილი ფრაზის სათქმელად...

 

საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩემი კოლეგა ჟურნალისტები იმ პოლიტიკურ  პროცესებზე, რაც ბოლო დროს განვითარდა - როგორ აფასებენ ე.წ. ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას?

 


 

 

 

გია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი:

 

 

 - ვერ ვიტან გამოთქმას - აი, ნაცებს კიდევ უფრო ჩამოეხსნათ ნიღაბიო... ნაცებს ნიღაბი 2004 წლიდან ჩამოეხსნათ უკვე და რასაც წარმოადგენენ, ყველასთვის ცნობილია!  ბუნებრივია, არეულობა და დესტაბილიზაცია უნდოდათ. პოლიტიკური კრიზისი, გარკვეულწილად, შექმნეს კიდეც და ამაში შედიოდა სწორედ ნიკა მელიას დაჭერაც, თვითონვე აწყობთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს დაჭერილი, ამით დაძაბულობის ცენტრი შეიქმნას და შექმნეს კიდეც, გარკვეულწილად. ამავდროულად, მოხდა მეორე რამ, რასაც ისინი არ ელოდნენ -  შიდაგავლენები, ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ და ამას ჩვენ კარგად ვხედავთ მათ მიერ გამართულ აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაში. ანალოგიურად, მათ მხარდაჭერა დაკარგეს დასავლეთშიც, როცა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მოხდა ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარება. ამ ყველაფრის გათვალისიწინებით, უკვე იძულებულები არიან, რაღაც სხვა თამაში ითამაშონ - ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ახლა პარლამენტში შედის, უნდა, რომ ახლა შიგნიდან, საპარლამენტო ტრიბუნიდან მოახდინოს დესტაბილიზაცია და სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს.

მაგრამ აქ არის ერთი ფრიად საინტერესო მომენტი - თვითონ ნაცებში მოხდა ორ ნაწილად გაყოფა. ავიღოთ იგივე სალომე სამადაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, ჭუჭყიანი ტიპები რომ უწოდა ზოგიერთებს - „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი სახეები სამადაშვილმა ძალიან მკვეთრი და უხერხული სიტყვებით მოიხსენია. კარგად ვნახეთ ისიც, რომ მას შემდეგ, რაც მან შარლ მიშელის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა, როგორ დაუპირისპირდნენ მას ნაცები და მათი მხარდამჭერები.

 

მელიას და მიშას შორისაც მთლად კარგი დამოკიდებულება რომ არ იყო, ეს ჯერ კიდევ ზუგდიდის არჩევნებში გამოჩნდა, სადაც სანდრა იყრიდა კენჭს. არადა, მელიას თავად  სურდა ზუგდიდის მერობაზე კენჭის ყრა...

 

-რას მივიღებთ ე.წ. ოპოზიციის იმ ნაწილის პარლამენტში შესვლით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა?

 

 

-ისინი ისევ დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას შეეცდებიან, ან სხდომებს გამოუცხადებენ ბოიკოტს და ასეთ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო მუშაობა გაუჭირდება - სალომე სამადაშვილისა და ხათუნა სამნიძის რაღაც საკანონმდებლო იდეების და ქვეყნის აღმშენებლობისთვის გადადგმული ნაბიჯების მე ზუსტად ისევე არ მჯერა, როგორც ის, რომ ხვალ მე ავდგები და ლაშა ტალახაძის რეკორდს გავაუმჯობესებ.

 

 

 

 

 

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი, საიტ „ლიდ.ჯი“-ს რედაქტორი:

 

 -  ამ თემას იმდენი წახნაგი აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობაც ჩაფლავებულია მაგ კუთხით... მაგალითად, ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს ხმას აძლევს მოსახლეობის რაღაც ნაწილი და ამ დროს პარლამენტში შედიან ფრიდონ ინჯია და კიდევ სამი ადამიანი. კი ბატონო, გასაგებია, რომ ისინი სიაში მომდევნოები არიან და ვინც წინაა, ის თუ არ შევა პარლამენტში - ესენი უნდა შევიდნენ, მაგრამ ეს დეპუტატები ახლა ჩვენ გვევლინებიან არა „პატრიოტთა ალიანსიდან“, არამედ როგორც „ევროპელი სოციალისტები“. ეს ხომ სასაცილოა, კაცო?! არ შეიძლება, რა. აი, ესეთ ლაფსუსებს უშვებს კანონი. მერე კიდევ ხომ იცით, რომ ე.წ. ოპოზიცია, ბურჯანაძიდან დაწყებული ბოკერიათი დამთავრებული, ვაჭრობდა ამ თემით და თანაც რაღაც ფინანსური ვალდებულებები აშკარად ჰქონდათ თემურ ალასანიასთან და მიხეილ სააკაშვილთან, თორემ ასე ვერ დაიჭერდნენ თავს აქამდე. ესენი ყოველთვის ეძებდნენ რაღაც მომენტს, რომ როგორმე გამომძვრალიყვნენ იმ ვალდებულებებისგან. როგორც ჩანს, უფრო მეტი ვალდებულება აქვთ შალვა ნათელაშვილს, გუბაზ სანიკიძეს და ვიღაცეებს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში.

 

მოდი, შალვა ნათელაშვილის მაგალითზე ვიმსჯელოთ: ნათელაშვილმა იმაზე გაცილებით მეტი სარგებელი უნდა ნახოს, ვიდრე ნახავდა პარლამენტში, ანუ მას უკვე იმდენი აქვს აღებული, რომ აღარ უღირს პარლამენტში ყოფნა. პლიუს ამას, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პარტიაც ხომ დაუფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან? აი, კანონის კიდევ მეორე ლაფსუსი - ტიპი პარლამენტში არ შედის, თავს არ იწუხებს, მხართეძოზეა წამოწოლილი და დაფინანსება მაინც მისდის 300 000 ლარი წელიწადში. ხაზს ვუსვამ - 300 000 ლარი წელიწადში! ეს სამართალია?

 

- ნათელაშვილი მიჩვეულია მაგას, წლების მანძილზე არ დადიოდა პარლამენტში, მაგრამ დაფინანსებას მაინც იღებდა.

 

 

- კი, ეგრე იყო და ხომ უნდა შეიცვალოს ეს კანონი, არა? რას ჰქვია, მუქთახორები უნდა ინახო? კარგი, გასაგებია ეს გასაოცარი დემოკრატია და საერთოდ, დემოკრატია რომ რაღაც საოცრება ყოფილა - ეგეც გავიგე, მაგრამ ეს რა დემოკრატიაა, როცა მუქთახორები უნდა შევინახოთ ოთხი წელიწადი? ოთხ წელიწადში ეს ხომ მილიონ 200 ათას ლარია? აი, მაგიტომაც შევიდნენ პარლამენტში ზოგიერთები, ზოგს ჰალსტუხი უნდა, შარვალ-კოსტუმს გამოიცვლის, მოფერიანდებიან, მოპეწიანდებიან და იქნებიან მშვენივრად თბილ ადგილებზე, რატომაც არა? სალომე სამადაშვილმა მართალი არ თქვა, საუბრის ფარული ჩანაწერი რომ გამოქვეყნდა? დაუბანელებმა როდემდე უნდა ირბინონ? ახლა იმდენი ხელფასი მაინც ექნება ზოგს, რომ თავი დაიბანოს, მანქანა მოემსახურებათ, ბატონო, ბენზინი ექნებათ...

 

-ისე, ამათ რომ მაგის გამო ნდომოდათ შესვლა, აქამდეც ხო შევიდოდნენ? მათი არშესვლის მოტივი მაინც სხვა, უფრო ღრმა თემა მგონია - დესტრუქციული ძალები არიან, რომლებმაც სადამდეც საშუალება მიეცათ, დესტრუქციული ქმედებებით აჯანჯღარეს ქვეყანა. ახლა ევროპა რომ ჩაერია ასე მკვეთრად, ამის დამსახურება ხომ არ არის, რომ შედიან პარლამენტში?

 

- მაგის დამსახურებაც არის, რა თქმა უნდა. მესმის, რომ მხოლოდ ბალიშებზე დასადებად უნდათ ის თავები, მაგრამ ხანდახან აქვთ ხოლმე მომენტი, რომ რაღაცეებზე ფიქრობენ... ახლა ევროპა-ამერიკამ თქვა - თქვენთან ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილებაო, მერე ფოკუსნიკური რაღაც ჩაუწერეს დოკუმენტში, რომ თუ ახლა „ქართული ოცნება“ 43 %-ს ვერ აიღებს არჩევნებში, მაშინ 2022 წელს ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები... მე ვფიქრობ, „ოცნება“ 43 %-ზე მეტს აიღებს ახლა, 50-55 %-ზე ავა, მაგრამ ახლა უყურე, რა მოხდება და ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე: შემოდგომაზე არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად აიღებს 43 %-ზე მეტს, მაგრამ ის შედეგებიც გაყალბებულად გამოცხადდება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. გამოვლენ და იტყვიან - აი, ეს არჩევნებიც გაყალბდაო.

 

-და ისევ თავიდან დაიწყება იგივე წრეზე სიარული - „არჩევნები გაყალბდა“-ს ძახილი, აქციები და პიკეტირებები?

 

 

-დიახ.  ეს საპარლამენტო არჩევნები, მათი ჭკუით, ხომ გაყალბდა? ამათ ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოუხსნიათ. ახლა მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები - ამაზეც იტყვიან - გაყალბდაო და მორჩა, ეს აღარ გადაიფურცლება და ისევ დაიწყება თავიდან ყველაფერი... თუ რაღაც პროცენტებს აიღებენ ნაცები და ევრონაცები, საკრებულოებში მოაწყობენ რაღაც ობსტრუქციებს, რეგიონებში კრიზისის შექმნას შეეცდებიან, ალბათ ბოიკოტებსაც გამოაცხადებენ...

 

1991-92 წლებში ზვიად გამსახურდიას რომ დასცხეს, იმ პერიოდს გავიხსენებ: მაშინ პარლამენტის შენობა ცოცხალ ჯაჭვში მოვაქციეთ, მეც იქ ვიდექი და 100 %-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ არ ისროდნენ, მაგრამ როგორც კი ის ჯაჭვი მოვხსენით, კიტოვანმა ეგრევე თხლიშა ქაშუეთიდან ჟანგიანი ზარბაზანი. ხდება ხოლმე, რომ გვგონია, არაფერი მოხდება, მაგრამ ზუსტად მაშინ ხდება. ძალიან მინდა, რომ ნაცმოძრაობა გარეთ დარჩეს ბოლომდე და არ შევიდეს პარლამენტში, ბოლომდე გამარგინალდნენ, ქუჩაში ირბინონ. მეტიც: დაფინანსებაც უნდა შეუწყდეთ და პოლიტიკურადაც უნდა დაიმარხონ!

 

 

 

 

 

ოთო სტეფანიშვილი, მედია სააგენტო „მარშალპრესის“ დამფუძნებელი:

 

 

- ოპოზიციას აქეზებდა სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ბერკეტებს, მათ შორის, დიდი ალბათობით, ფარულ ჩანაწერებს და კომპრომატებსაც იყენებდა ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებზე და აიძულებდა, რომ მათ ჭკუაზე ევლოთ. ამიტომ იყო, რომ თავიდან უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, არ აღიარეს იმ არჩევნების შედეგები, რომელმაც რეალურად ასახა ქართველი ხალხის ნება და ეს არის ფაქტი!

 

ახლა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობამ უზრუნველჰყო ის, რომ რუსული სცენარი, რომელიც სააკაშვილს უნდოდა აქ განეხორციელებინა, აერია დემოკრატიის გზაზე დამდგარი საქართველო და გადაეყვანა ქაოსის რელსებზე - არ გამოუვიდათ.

 

პოლიტიკური კარიერის დასრულება უწევდა ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც წავიდოდა დასავლელი დიპლომატების წინააღმდეგ, რადგან აქ უკვე საუბარი არ იყო „ქართულ ოცნებაზე“ - აქ საუბარი იყო მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობაზე და შესაბამისად, ოპოზიციის ეს სუიციდის მცდელობა უკვე სისულელეში გადაიზარდა და ამიტომაც, ე.წ. ოპოზიცია იძულებული გახდა, დათანხმებოდა დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას.

 

ერთიცაა: ნიკა მელია, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ტყუილად გაწირეს და სააკშვილმა ის მაგრად გააბითურა. ჯერ მსხვერპლად გამოიყვანა, ათქმევინა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა საპატიმროს და ნაცმოძრაობა არ შევიდოდა პარლამენტში და ამით, მელია გამოიყვანა თითქოს პრინციპულ, ეროვნულ ლიდერად, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავადვე ჩასცა ზურგში მახვილი და თქვა - უნდა შეხვიდეთ პარლამენტშიო. ფაქტობრივად, ნიკა მელია იდიოტურ მდგომარეობაში დატოვა ციხეში. ახლა გამოდის, რომ მელია არის ერთადერთი ადამიანი ამ სამყაროში რომელსაც დასავლური თანამეგობრობა და ელჩები ეუბნებიან, გამოდი ციხიდან, ჩვენ გიდგებით გარანტადო და მას კიდევ არ უნდა გამოსვლა, რადგან ისევ თავისი სიტყვების ტყვეობაში დარჩა, რომელიც სააკაშვილმა ათქმევინა. ამდენი რესურსი დახარჯეს, ამდენი იწვალეს და საბოლო ჯამში, ნიკა მელია ძალით დააჭერინეს, რადგან მელიამ კანონი დაარღვია და რა შედეგზე გავიდნენ?

 

სხვათაშორის, გუბაზ სანიკიძემ ძალიან კარგად ახსნა ეს ყველაფერი ორიოდე დღის წინ ეთერში, სადაც თქვა - „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგურაო! მე ვფიქრობ, ყველაზე იდიოტურ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ახლა მელია, თუკი, მაგალითად, ამნისტიით ან რაიმე სხვა გზით გამოუშვებენ და ის ციხის დატოვებაზე უარს იტყვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ციხიდან მართლა გამოაგდონ კიდეც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და „ოცნება“ თუ ასე მოიქცევა, ძალიან მაგარი იქნება - შექმნილი ე.წ. ეროვნული ლიდერის ნაცვლად, ხელში შეგვრჩება გაბანძებული ნაცი, რომელიც მიშამაც  გაასულელა და თავადაც არ ეყო გამოცდილება იქამდე, რომ ასეთ სისულელეში არ აღმოჩენილიყო.

 

ყველა ნაცი ჩემთვის ერთნაირად სულელია, მაგრამ ე.წ. პროდასავლური და დიპლომატი ნაწილი - მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის გუნდი ვინც იყო, მათ დაიწყეს ნაცებიდან გასვლა. სამადაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობა რუსულ ინტერესს ატარებსო, ანუ პოლიტსაბჭოს წევრმა ეს ისე განაცხადა, რომ პარტია არ ჰქონდა დატოვებული. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა თავისი ვიგინდარების ამარა, რომლებსაც ინტელექტი არ გააჩნიათ.

 

საუბრის ბოლოს სააკაშვილის მიერ დაანონსებულ მისი ჩამოსვლის თემას შევეხები - ადგილიობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვალ საქართველოშიო - განაცხადა.  ცოტა ხნის წინ გავრცელდა მისი ყოფილი მეგობრის, გიორგი სიგუას ვიდეოგანცხადება, სწორედ მისი სიტყვებით დავასრულებ ჩემს საუბარს - „სააკაშვილი არის 55 წლის ლოთი ნაბ**არი, რომელსაც ტრაკი არ აქვს და საქართველოში სიტუაციას მხოლოდ იმიტომ რევს, რომ უკრაინაში თავის საჭიროება ანახოს ამა თუ იმ პოლიტიკოსს და დივიდენდები მიიღოს!“.

 

 

 

 

 

ზაზა დავითაია, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი:

 

- ე.წ. ოპოზიციის ე.წ. პარტლამენტში შესვლა სულაც არ არის ქართველი ერის ნება და ამოცანა, რადგან ქართველმა ერმა 2012 წელს თავისი კონკრეტული, მკვეთრი პასუხი გასცა ჯალათებს და პოლიტიკურ მოუსავლეთში განუსაზღვრა მათ ადგილი! წესით, ეს ჯალათები, როგორც მინიმუმ, თუ არ იქნებოდნენ განსჯილები კანონის საფუძველზე, მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, პოლიტიკური არენიდან მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩამოცილებულები. თუ ისინი არ არიან ამ მდგომარეობაში, ეს არის, პირველ რიგში, მმართველი გუნდის დანაშაული! საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და საერთოდ, მისი თითოეული მოქალაქის თავისუფლება, რისთვისაც ჩვენმა ერმა, როგორც მინიმუმ, ბოლო 30 წლის განმავლობაში სისხლი ღვარა და ამის ხარჯზე მოიპოვა ეს უფლებები, დღეს  არის იგნორირებული და უგულვებელყოფილი იმდენად, რამდენადაც დღეს ჩვენ ე.წ. დასავლელი მოკავშირეები და მეგობრები,  არიან ჩვენი მრისხანე ბატონები - იმაზე უფრო სამარცხვინოდ და დამამცირებლად გვეპყრობიან, ვიდრე გვეპყრობოდა საქართველოს ისტორიაში ნებისმიერი ცუდი დამპყრობელი!  

 

- როგორ განვითარდება მოვლენები იმ მოცემულობის ფონზე, რაც დღეს გვაქვს? ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხომ შედის პარლამენტში...

 

- ეს პარლამენტი ამ შემადგენლობით და მითუმეტეს, როდესაც იქ ოპოზიცია შევა, არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მოვლენები განვითარდეს ლეგიტიმურ ფარგლებს მიღმა, ანუ არჩევნების მიღმა და ხალხმა იმ ფორმით სცადოს თავისი უფლებამოსილების და თავისი უფლებების რეალიზება, რაც ლეგიტიმურ ფარგლებს კი სცდება, მაგრამ რასაც საერთაშორისო სამართალი აღიარებს - როდესაც ერს ამოწურული აქვს ბრძოლის რესურსი, შემდეგ უკვე ნებართვა ეძლევა, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს სხვა ფორმით.

 

დიახ! ჩვენ, აბსოლუტურ უმრავლესობას, თავს მოგვახვიეს აბსოლუტური უმცირესობა და ეს არ არის დემოკრატია!

 

ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვერაფერი მივიღეთ, გარდა იმისა, რომ კი ბატონო, უპირობოდ აღარ გვიჭერენ, აღარ გვაწამებენ, განუკითხაობა აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყანაში სამართლიანობის ხარისხი არის ნული! დიახ, რასაც მიაღწევს ე.წ. ლიბერასტი, იმას ვერასდროს მიაღწევს ჩვეულებრივი მოქალაქე, ანუ დიფერენცირებული მიდგომებია, მოქალაქეები დაყოფილები არიან! ეს არის დღეს მთავარი უბედურება!  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner