logo_geo
eng_logo
მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორი“ სვეტიცხოვლის ეზოს გამწვანების აქციას შეუერთდა!
- +

23 აპრილი. 2021. 18:07

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, პირველ აპრილს, საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველო”-ს ორგანიზებით დაიწყო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების მასშტაბური ღონისძიება.

 

აღნიშნული პროექტი ფონდ ,,გაამწვანე საქართველო”-ს აღმასრულებელი მდივნის გოჩა არონიშიძის ხელმძღვანელობით და სხვადასხვა დარგის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მონაწილეობით 4 წლის განმავლობაში მზადდებოდა და ხორციელდება UNESCO-ს ნებართვით.

 

როგორც „რეპორტიორს“ გოჩა არონიშიძემ განუცხადა, პროექტის ფარგლებში, 700-ზე მეტი მცენარეა დარგული.

 

„ამ პროექტისთვის ძალიან მაღალი დონის ლანდშაფტის დიზაინერები მოვიყვანეთ. პროექტი 4 წლის განმავლობაში იგეგმებოდა, ვეცნობოდი ისტორიულ წყაროებს, რა სახეობის მცენარეები ირგვებოდა , შევისწავლეთ გეოლოგია, ავიღეთ სინჯები და ამის შემდგომ მივიღეთ პროექტის საბოლოო ვარიანტი. პროექტის ფარგლებში დაირგო 700-ზე მეტი მცენარე. მცენარეები ასევე ანზორ ერქომაიშვილისა და გურამ დოჩანაშვილის სახელზეც დაირგო. მე, როცა რამეს ვაკეთებ საუკეთესო შედეგი მოდის მაშინ, როდესაც სახელმწიფო, ეკლესია და კერძო სექტორი ერთობლივად არის ჩართული.“ - ამბობს გოჩა არონიშიძე.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ, მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა, იურისტებმა ირმა ჭკადუამ და ლილიკო გელაშვილმა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პატრიარქს და ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს გოჩა არონიშიძეს.

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ საშვილიშვილო პროექტს ,, გაამწვანე საქართველო”.

 

 

მადლობა უფალს და მადლობა ბატონ  გოჩა არონიშიძეს, რომ დღეს მე და ჩემს შვილებს წილად გვხვდა პატივი და ბედნიერება, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში  ნერგები დაგვერგო.“-  განცხადა  ლევან ჯაფარიძემ.

 

 

„უპირველეს ყოვლისა მოწიწებითა და სიყვარულით მადლობა უნდა ვუთხრათ მის უწმინდესობას, სრულიად  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II- ს ამ საოცარი ინიციატივისთვის. მადლობა ბატონ გოჩა არონიშიძეს და თბილისის საკრებულოს წევრს ლევან ჯაფარიძეს ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანისთვის და თავდაუზოგავად შრომისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის“ ჟურნალისტებს მარიამ გელაშვილსა და ნაგი კუპრაძეს, იმ ენთუზიაზმისთვის, რაც მათ გამოიჩინეს.

 

  მადლია და საშვილიშვილო საქმეა, როცა რგავ ხეს, მაგრამ ასმაგად ბედნიერი ხარ ადამიანი, როცა საკუთარ ოჯახთან და შვილებთან ერთად ხეს რგავ წმინდა ადგილას- სვეტიცხოვლის ეზოში. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას! “ - ამბობს გიორგი მამაცაშვილი.

 

პროექტის ავტორები არიან: გენრიეტა ლოლუა, ლიკა ქურციკიძე; კონსულტანტები: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, შალვა ისაკაძე და ნიკოლოზ ზაზუნიშვილი.

 

მხარდამჭერები არიან  შპს. ,,საქარათველოს ნერგები,” სს ,,სილქნეტი” და შპს. ,,მწვანე სახლი”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner