პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ არის.
„სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. დღეისათვის, ფაქტობრივად, არცერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 301 535 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284 286, გარდაიცვალა 3 992 პაციენტი.