logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს
- +

23 აპრილი. 2021. 19:13

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლები არ არის.

 

„სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. დღეისათვის, ფაქტობრივად, არცერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში კორონავირუსის 301 535 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 284 286, გარდაიცვალა 3 992 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner