logo_geo
eng_logo
ჰონგ-კონგში მუტაციური შტამის გამო ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ფილიპინებიდან ფრენები ორი კვირით აიკრძალა
- +

23 აპრილი. 2021. 19:24

 

 

მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ჰონგ-კონგში ინდოეთიდან, პაკისტანიდან და  ფილიპინებიდან ფრენები ორი კვირით მას შემდეგ აიკრძალა, რაც ქვეყანაში მუტაციური შტამი COVID-19 N501Y პირველად დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჰონგ-კონგის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ჰონგ-კონგის მთავრობის განცხადებით, ეს სამი ქვეყანა კლასიფიცირდება როგორც „უკიდურესად მაღალი რისკის“ მქონე ქვეყნები მას შემდეგ, რაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში აღნიშნული ქვეყნებიდან ჰონგ-კონგში შეტანილი ვირუსის შემთხვევები დარეგისტრირდა.   

 

გასულ კვირას ჰონგ-კონგში სულ კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 29 სხვა ქვეყნიდან იყო შეტანილი.  ჰონგ-კონგში, 15 მარტის შემდეგ გარდაცვალების ყველაზე მაღალ მაჩვენებელი დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით ინფიცირების  11 600, ხოლო გარდაცვალების 209 შემთხვევა ფიქსირდება.

 

ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამ ეტაპზე 7,5 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ვაქცინირებული.

 

გასულ კვირას ჰონგ-კონგის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაციის სქემის გაფართოებისა და ზოგადად, ვაქცინაციაზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით აცრის პირველ ეტაპში 16-29 წლის ასაკის ადამიანები დაუშვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner