logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის განადგურებული ადგილები - ფოტოამბავი
- +

23 აპრილი. 2021. 22:35

 

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს AZERTAC-ის გადამღებმა ჯგუფმა სომხური ოკუპაციის დროს განადგურებული ადგილები - ქალაქი ფიზული, ზანგილანის რაიონის სოფელი მინჯივანი და ჯებრაილის რაიონის სოფელი ბეიუკ მარჯანლი დაათვალიერა.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგილანის, ფიზულის, აღდამის, კალბაჯარის, ლაჩინის რეგიონებში, შუშასა და ჰადრუტში, ისევე როგორც ასობით სოფელსა და ქალაქში დღეს, 30 წლის ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა ფრიალებს.

 

"მთელმა მსოფლიომ იხილა, რა სასტიკ დამოკიდებულებასთან მოუწია შეჯახება აზერბაიჯანელ ხალხს. მსოფლიო ისტორიაში მრავალი ომი ყოფილა, თუმცა ამდენი სისასტიკე და მტრობა არსად გამოვლენილა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ყოფილა ამდენი სისასტიკე, რელიგიური და ისტორიული ძეგლები არ განადგურებულა. ყარაბაღის დამთრგუნველი პანორამა მოწმობს იმ ფაქტს, რომ სომხური ფაშიზმი ყველაზე მახინჯი და სასტიკია მსოფლიოში ", - ნათქვამია მასალაში.

 

26 თებერვალს ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ტელეკომპანია უკრაინა -24-ის კორესპონდენტის კითხვაზე პასუხისას ასე აღწერა ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიების მდგომარეობა:

 

„ ...ასობით კილომეტრს გადიხარ მანქანით, მხოლოდ დანგრეულ სოფლებს ხედავ, არსად ერთი შენობა არ დგას. აღდამში არც ერთი შენობა არ არის დანგრეული მეჩეთის გარდა და იმასაც ცეცხლის დასანთებად იყენებდნენ... ფიზულიში არც ერთი შენობა არ არის, დროშის ჩამოსაკიდებელი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი. იგივე ხდებოდა ჯაბრაილში. ნაწილობრივ რამდენიმე სახლი დარჩა ზანგილანში, გუბადლიში - იქ სადაც არალეგალური დასახლებები იყო ”.

 

ქალაქი ფიზული, სადაც არც ერთი მთლიანი შენობა არ დარჩა.

 

ქალაქი ფიზული - ფიზული სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 1993 წელს დაიპყრო. აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქი ოკუპაციისგან 2020 წლის 17 ოქტომბერს გაათავისუფლა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გასული წლის 16 ნოემბერს ქალაქ ფიზულიში მოგზაურობის დროს გზის გასწვრივ დამთრგუნველ პანორამაზე საუბრისას თქვა:

 

”ჩვენ დავბრუნდით ფიზულიში. ამასთან, გული მტკივა, როდესაც გზის პირას დანგრეულ სოფლებს ხედავ, ქალაქ ფიზულის დანგრეულ მდგომარეობაში ხედავ. რად გადააქციეს ველურებმა ჩვენი ქალაქი? გაანადგურეს, დაანგრიეს სახლები, მთელი ინფრასტრუქტურა, ერთი შენობა მთელი არ შემორჩენილი. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რა არის სომხური ვანდალიზმი და ჩვენ ამას მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ. არა მხოლოდ ფიზული, არამედ აღდამი, სხვა ქალაქები, რა მდგომარეობაშია ისინი. თითქოს ველურმა ტომებმა გადაურა ამ მიწებს”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ქალაქ ფიზულიში ერთი მთელი შენობა აღარ არის დარჩენილი. ყველა ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ნიმუში, გამოქვაბული და ბორცვები, მავზოლეუმები, საფლავები მთლიანად გაანადგურეს და გაძარცვეს.

 

ისტორიული მეხსიერება: ოკუპაციამდე ქალაქ ფიზულიში 18 965 ადამიანი ანუ 4,741 ოჯახი ცხოვრობდა. ქალაქის ტერიტორიაზე 3487 ეზო და სახლი, 62 საცხოვრებელი კორპუსი, 5 საავადმყოფო, 3 სარწყავი სისტემა,  7 ისტორიული ძეგლი, 19 სკოლა, 10 საბავშვო ბაღი, 1 კულტურის სახლი, 2 კლუბი, 4 ბიბლიოთეკა, 5 მუსიკალური სკოლა, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, პროფესიული სასწავლებელი, ტაქსის სადგური, თუთის ჩამბარებელი პუნქტი, ძველებური აბანო, საზაფხულო კინოთეატრი, ფიზულის ძეგლი, გაზეთ „არაზის“ შენობა, ჰაჯი ალეკბერის მე -17 საუკუნის მეჩეთი, აგაბალ აბდულაევის ძეგლი, კულტურის სასახლე, ცენტრალური ბაზარი, სართავი ფაბრიკა, თვალის საავადმყოფოს და სხვა შენობები იდგა. დღეს ამათგან არც ერთი აღარ არის. შესაძლოა, ფიზულის რომელიმე მცხოვრებმა ამ ფოტოებზე საკუთარ ქუჩის, კვარტლის, ან სახლის ამოცნობა სცადოს. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არაფერი ჩანს ქვების გროვის გარდა ...

 

აი რა დარჩა სოფელ მინჯივანისგან, რომელიც სტრატეგიული პოზიციით გამოირჩეოდა.

 

ზანგილანის ერთ-ერთი უდიდესი დასახლების - სოფელ მინჯივანის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები მიმდინარე წლის აპრილშია გადაღებული. როგორც ჩანს, აქ არც ერთი მთლიანი შენობა არ არის. არადა მთავარ სარკინიგზო და საავტომობილო გზის მაგისტრალებზე განლაგებულ მინჯივანს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ერთ დროს იგი ორიგინალური იერსახით გამოირჩეოდა. აქ გადიოდა ჯულფა-ჰორადიზ-სარიჯალარ-ოსმანლის სარკინიგზო ხაზი. სომხეთის მიერ რაიონის ოკუპაციის შემდეგ, მინჯივანის რკინიგზის სადგურის საქმიანობა შეჩერდა და შემდგომ ის მთლიანად დაინგრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
 

ისტორიული მეხსიერება: ოკუპაციამდე მინჯივანის დასახლებაში 995 საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა იყო. 1254 ჰექტარის ფართობის სოფელში 4600-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა. იყო 266 ჰექტარი სათესი მიწა, 14 ჰექტარი საძოვრები, 15 ჰექტარი თუთის ბაღები, 105 ჰექტარი ვენახი. 20- მდე უწყების შენობა, 3 სკოლა, 3 საბავშვო ბაღი, 4 ბიბლიოთეკა, 2 კულტურის სახლი, 2 საფოსტო განყოფილება, 2 წყალსაცავი, ასევე მუსიკალური სკოლის, ქიმიური გაერთიანების, მარცვლეულის საწყობი, საავადმყოფო, მეჩეთი, სომხებმა გაძარცვეს და გაანადგურეს. მათ შორის არის რკინიგზის საავადმყოფო, ძველი აბანო, ზამთარ-ზაფხულის კინოკლუბი, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მინჯივანის სასაზღვრო პუნქტის კომენდანტურა.

 

"სომხეთმა მოაწყო ეკოლოგიური ტერორი ყარაბაღში. ამის დასტურია უნიკალური სელის ტყე. ეს ტყე, რომელიც მოიცავს მდინარე ბესიტჩაის აუზში დიდ ტერიტორიას, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ცოცხლობდა, იყო მეორე მსოფლიოში და პირველი ევროპის ტერიტორიაზე ფართობის თვალსაზრისით. ტერიტორიას ეწოდა "ოქროს ზანგილანი" ბუნებრივი კლიმატის, მიწისქვეშა რესურსების, ნაყოფიერი მიწების, თვალწარმტაცი ბუნებისათვის. სომხეთის მიერ 1993 წლის ოქტომბერში ოკუპირებული მინჯივანი გათავისუფლდა 2020 წლის 21 ოქტომბერს", - ნათქვამია სტატიაში.

 

დღეს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ზანგილანში პირველი "ჭკვიანი სოფლის" პროექტი განხორციელდება. ეს პროექტი მოიცავს სამ სოფელს - აგალის 1, 2, 3 სოფლებს. მზადება მიმდინარეობს ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიისთვის.

 

სოფელი ბეიუქ მარჯანლი, საიდანაც არაფერი  დარჩა

 

სოფელ ბეიუქ მარჯანლში გადაღებული ფოტოებიც ამაზრზენი განადგურების შესახებ მოწმობს. სოფელი ბეიუქ მ მარჯანლი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ჯებრაილის რაიონში, მცირე კავკასიონის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყარაბაღის ქედში მდებარეობს.

 

ისტორიული მეხსიერება: ოკუპაციამდე სოფელში 863 სახლი იყო. სოფელში, რომელშიც 3500 ადამიანი ცხოვრობდა, მოქმედებდა 2 სკოლა, საავადმყოფო და სამედიცინო ცენტრი, კლუბი, ბიბლიოთეკა, რკინიგზის სადგური, სტადიონი, სოფლის მეურნეობის ობიექტები, წისქვილი, საყოფაცხოვრებო, ავეჯის მაღაზია და სხვა მომსახურების საწარმოები. ახლა აქედან აღარაფერი დარჩა. ფოტოებზე ნაჩვენებია განადგურების დაუანგარიშებელი მასშტაბი.

 

აღსანიშნავია, რომ 27 წლის შემდეგ, სომეხთა ჯარის მიერ 1993 წლის 23 აგვისტოს ოკუპირებული სოფელი ბეიუქ მარჯანლი ომის პირველ დღეს - 2020 წლის 27 სექტემბერს გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
 
წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner