logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე გიორგი ვაშაძესა და არჩილ თალაკვაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
- +

24 აპრილი. 2021. 00:56

 

 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტის სასახლეში მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერების მონაწილეობით შეხვედრისას ამნისტიის შინაარსის გარშემო, ვაშაძესა და არჩილ თალაკვაძეს შორის  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

„არა რა თქმა უნდა, წინააღმდეგნი კი არა, ჩვენ ცალმხრივად ხელი მოვაწერეთ დანიელსონის დოკუმენტს. ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით რაც შემოგვთავაზა ევროკავშირმა, ზუსტად ის წერია იქ. ეს იყო სწორედ ევროკავშირის იდეა.არაფერი დაპირისპირება არ მომხდარა, საუბარი იყო გრაფიკთან დაკავშირებით, რა ვადებში უნდა ყოფილიყო ამნისტიის მიღება. ეს ყველაფერი გავიარეთ და შევათანხმეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner