logo_geo
eng_logo
დევნილთა მინისტრის მოადგილე დევნილებისათვის მიწის იჯარით აღების შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
- +

14 ივლისი. 2016. 20:15



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე  „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მიწის იჯარით აღების შესაძლებლობების გაზრდის პილოტირების" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნულ პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.



სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრს - „აფხაზეთს" მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, მხარში დგომისთვის და სამინისტროს ბენეფიციარების საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.



გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო მიესალმება იმ ფაქტს, რომ საპილოტე პროექტი დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ითვალისწინებდა მათთვის შემოსავლის წყაროების გაჩენას, რაც სრულ თანხვედრაშია სამინისტროს ხედვასთან, რომ დევნილებს საცხოვრებელთან ერთად მისცეს შემოსავლის წყაროების გაჩენის შესაძლებლობები.




ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნებამდე  დევნილები ღირსეული საცხოვრისით ვუზრუნველვყოთ, გავზარდოთ მათი თვითკმარობა და ფინანსური დამოუკიდებლობამჯერა, რომ ეს პროექტი დევნილ ბენეფიციარებს მნიშვნელოვნად დაეხმარება თვითრეალიზებაში, საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანაში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით დევნილთა საარსებო წყაროების ხელშემწყობი პროექტები კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.




პროექტის ფარგლებში დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციისა და იჯარის შესახებ, ჩატარდა ტრენინგი და დარიგდა დაახლოებით 1 000 თემატური ბროშურა გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 7 სოფელში.




პროექტის დახმარებით 14-მა დევნილმა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner