logo_geo
eng_logo
Bloomberg: ბაიდენმა ერდოღანს განუცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდს უწოდებს
- +

24 აპრილი. 2021. 01:12

 

 

„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ აპირებს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს“, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენმა მისი ინტერესი გამოხატა კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და უთანხმოების ეფექტური მართვის საკითხებში.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში, ივნისში გაიმართება, რათა ორმხრივი და რეგიონული საკითხების სრული სპექტრი განიხილონ. შესაბამისად, თეთრმა სახლმა განცხადებაში ეს საკითხი არ ახსენა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner