„ემოციებზე თამაში ძალიან ადვილია, მითუმეტეს ქართულ მენტალურ სივრცეში. როგორც კი იგრძნეს დამწვრის სუნი, მაშინვე წამოატივტივეს 20 ივნისს დაზარალებულები თავიანთი სულისშემძვრელი განცხადებებით“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„პარლამენტის შტურმის დროს 80-მდე პოლიციელი რომ დაშავდა, მათ შორის ერთს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა თვალზე, ვინმე, თუნდაც მედია, ინტერესდება ის ადამიანი თავს როგორ გრძნობს, რა უჭირს რა ულხინს?
არ ინტერესდება, იმიტომ რომ ამ სიუჟეტს მომგებიანად ვერ გაყიდი ეთერში და თან კიდევ პატრონები არ მოგცემენ უფლებას გაუშვა, რომც გააკეთო“, - წერს ანჯაფარიძე.