„წინ ადგილობრივი არჩევნებია. როგორც ფბ-ში ჩემი გვერდის ბევრმა გამომწერა კომენტარებში დამიწერა მიშელის ეგიდით მიღწეულ შეთანმებასთან დაკავშირებით, -"ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის"“, - ასე უპასუხა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას - „იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც უკანასკნელ დღეებში საქართველოს შიდა პოლიტიაკში ხდება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უახლოეს მომავალში?
„ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.