„ოპოზიცია იმდენად იდიოტია, რომ "ლელოს" მიერ "გაჩალიჩებულ" ევროპარლამენტარების შესაძლო თავდებობაზე ნიკანორ მელას ციხიდან გამოსაშვებად, ამბობენ, რომ "ეს არის კარგი ინიციატივა"...“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამის წინ კი ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ გირაო გადაუხადონ და ისე გამოვიდეს ციხიდან მელია, რომელიც იქ შევიდა თავის ნებით.
ოპოზიციას ავიწყდება, რომ ფულადი გირაოც და ვიღაცის, ავტორიტეტული პირიის თავდებობა არის გარანტიის ფორმა, რომ ბრალდებული არ მიიმალება გამოძიებისაგან.
უბრალოდ საქმე გვაქვს გარანტიის სხვადასხვა ფორმასთან. ერთ შემთხვევაში ფინანსურ გარანტიასთან და მეორე შემთხვევაში იმ პირის ან პირების ავტორიტეტით გარანტიასთან, ვინც თავდებით უდგებიან ამა თუ იმ ბრალდებულს.
ანუ, რასთან გვაქვს საქმე? ფინანსურ გარანტიას კატეგორიულად უარყოფენ, აი, თავდებობაზე კი შეიძლება დათანხმდნენ. მოკლეთ, ძალიან გაიხლართნენ და უკვე მერამდენედ...
მე კი იმაზე ვფიქრობ რამხელაა მათი იდიოტიზმის ხარისხი. მათ ჰგონიათ, რომ თავდებობა პრინციპულად სხვა რამეა და გირაო სხვა...“, - წერს მჭედლიშვილი.