logo_geo
eng_logo
დონბასში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათში 20-ჯერ დაარღვიეს
- +

24 აპრილი. 2021. 12:15

 

 

დონბასში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათში 20-ჯერ დაარღვიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასულ ღამეს ცეცხლი სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან გახსნეს.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად არავინ დაღუპულა. ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან და უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანა უკვე დაიწყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner