logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა მალორკაზე მამაკაცი დააკავეს, რომელმაც „კოვიდ-19“-ით 22 ადამიანი დააინფიცირა
- +

24 აპრილი. 2021. 17:29

 

 

 

ესპანელმა სამართალდამცველებმა მალორკაზე მამაკაცი დააკავეს, რომელმაც „კოვიდ-19“-ით 22 ადამიანი დააინფიცირა.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ვირუსის სიმპტომების უგულებელყოფით, სამსახურსა და სპორტდარბაზში სისტემატურად დადიოდა. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, თანამშრომლების შეშფოთების ფონზე, მამაკაცმა „პისიარ“ ტესტირება ჩაიტარა, თუმცა სამუშაო ადგილს პასუხების მიღებამდე დაუბრუნდა. შედეგად, ვირუსით დაინფიცირდა მისი ხუთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები.

 

საერთო ჯამში, ვირუსი გადაედო 22 ადამიანს, მათგან ცხრას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner